თავში

მედიის ცნობით, SARS-CoV-2-ის ინფექცია 2012 წლიდან არსებობს

მედიის ცნობით, SARS-CoV-2-ის ინფექცია 2012 წლიდან არსებობს
მედიის ცნობით, SARS-CoV-2-ის ინფექცია 2012 წლიდან არსებობს

გამოცემა The Sunday Times-ის ცნობით, დაავადება, რომელიც 96,2 პროცენტით SARS-CoV-2-ის ინფექციის იდენტურია, ჩინეთში პირველად 2012 წელს დაფიქსირდა.

გამოცემის ინფორმაციით, 2012 წლის აგვისტოს თვეში  ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სპილენძის მიტოვებულ მაღაროში 6 ადამიანი უმძიმესი პნევმონიით დაავადდა, რასაც 3 მათგანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთი კვირის შემდეგ, მეცნიერთა გუნდი ახალი და იდუმალი ლეტალური დაავადებების გამოსაძიებლად გაემგზავრა. 

ექიმებმა  შეამჩნიეს, რომ დაავადებულებს მანამდე უკვე არსებული SARS-CoV-1-ის კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ, თუმცა ინფექცია არ დაუდასტურდათ. სამი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა ორგანიზმში აღმოაჩინეს ანტისხეულები კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელიც აქამდე უცნობი იყო მეცნიერებისათვის, თუმცა SARS-CoV-1-ს წააგავდა. შედეგად მეცნიერებმა მიაკვლიეს კორონავირუსს სახელწოდებით,  RaBtCov / 4991, რომლის სახელიც შემდგომ შეიცვალა და  RaTG13 დაერქვა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ შემთხვევას დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ამასთან, დაავადების შესახებ ძალიან მცირე პუბლიკაციები მოიპოვება, ასევე საეჭვოა, რამ გამოიწვია დაავადებისთვის სახელის გადარქვევა. გამოცემის ცნობით, ინფექციის ნიმუშები ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში ამ დრომდე ინახება.

გუნდს ხელმძღვანელობდა ექსპერტი ვირუსოლოგი ში ჩჟენლი, რომელმაც 2020 წელს ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნავდა, რომ 2012 წელს აღმოჩენილი დაავადება გენეტიკურად  ახლოს არის SARS-CoV-2-ის ინფექციასთან და მათ შორის მსგავსება 96,2%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system