თავში

მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც კორონავირუსს კურნავს

მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც კორონავირუსს კურნავს
მედიკამენტების კომბინაცია, რომელიც კორონავირუსს კურნავს

ჰონგ-კონკის უნივერსიტეტის მკველავარების ცნობით, სამი ანტივირუსული და იმუნური სისტების გამაძლიერებელი წამლის ერთობლივი მოქმედება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მეცნიერების განცხადებით, ამ მიდგომას უფრო მეტი ტესტირება სჭირდება, მაგრამ ის COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის მკურნალობის კიდევ ერთ შესაძლებლობად შეიძლება ჩაითვალოს.

საუბარია ორ მედიკამენტზე, რომლებიც აივ ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება, ესენია "რიტონავირი" და "ლოპანივირი". აღნიშნულ მედიკამენტების კომბინაციას პაციენტებს ზოგადი ანტივირუსულ პრეპარატ - "რიბავირინთან" და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო საშუალებასთან, "ბეტა ინტერფერონთან" ერთად მიაწვდიან. 

მეცნიერების ცნობით, კვლევაში მონაწილე პირები წამლის მიღებიდან 7 დღეში გამოჯამრთელდნენ. 

კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა, პიტერ ჩინ-ჰონგმა განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა იმედის მომცემია და მკვლვარები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ამჟამად, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ ერთადერთი ნებადართული პრეპარატი არის "რემდესივირი", რომლით მკურნალობის ნებართვაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან ერთად სხვა არაერთმა ქვეყანამ გასცა. პრეპარატი ამცირებს ორგანიზმში ინფექციის ხანგრძლივობას, თუმცა მისი გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში არის შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system