თავში

"მეფე ლომმა" Visual Effects Society-ის მთავარი ჯილდო მოიგო - VIDEO

"მეფე ლომმა" Visual Effects Society-ის მთავარი ჯილდო მოიგო
მეფე ლომმა Visual Effects Society-ის მთავარი ჯილდო მოიგო - VIDEO

ჯონ ფავროუს "მეფე ლომმა" "ვიზუალური ეფექტების საზოგადოების" მთავარი ჯილდო მაღალი კატეგორიის, გამორჩეული "VFX "ფოტოგრაფიული მახასიათებლის გამო მიიღო. მან "დისნეის" კლასიკური ანიმაციის გაცოცხლება და ახალი ტექნიკისა და მეთოდების გამოყენებით გადაღება გადაწყვიტა. ანიმაციამ კატეგორიაში ისეთი ნომინანტები დაამარცხა, როგორიცაა: "Alita: Battle Angel", "Avengers: Endgame", "Gemini Man" და "Star Wars: The Rise of Skywalker" 

ჯილდო გადაეცა რობერტ ლეგატოს, ტომ პიცმანს, ადამ ვალდსეს და ენდრიუ ჯონსს. ფილმმა, ასევე ორი დამატებითი ნომინაცია - "შესანიშნავი გარემოს შექმნა" და "ვირტუალური წარმოება" მოიგო. 

ჟიურიში შედიან ისეთი ადამიანები, რომლებიც თავიანთ სფეროში საკმაოდ წარმატებულნი არიან, მათ შორის "ოსკარის"  6 ნომინაციაზე წარდგენილი კინემატოგრაფი კალებ დესჩანელი. 

ჯილდოს მიღების დროს ლეგატო იმ 1600 მხატვარს მიესალმა, რომლებიც ფილმზე მუშაობდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system