თავში

მეგან მარკლი ტაბლოიდებს სასამართლოში უჩივის

მეგან მარკლი ტაბლოიდებს სასამართლოში უჩივის
მეგან მარკლი ტაბლოიდებს სასამართლოში უჩივის

პრინც ჰარის მეუღლე მეგან მარკლი მამის გამო Associated Newspapers-ს უჩივის, რადგან ბრიტანეთის ტაბლოიდურმა მედიამ თომას მარკლელისადმი გაგზავნილი წერილი დაბეჭდა. 

უზენაესი სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში მეგანის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ტაბლოიდური გაზეთები  მეგანის მამას შეურაცხყოფას აყენებენ და წერილი, რომელიც მან გაუგზავნა არასწორად არის გადმოცემული. 

წერილი მას შემდეგ დაიბეჭდა, რაც მეგანი და მისი მეუღლე პრინცი ჰარი, დედოფალი ელისაბედის შვილიშვილი, აღარ თანამშრომლობენ ბრიტანეთის ოთხ მთავარ ტაბლოიდულ გაზეთთან და აცხადებენ, რომ ისინი არასწორ ინფორმაციის ავრცელებენ. 

შეგახსენებთ, მეგან მარკლმა გამოცემა Mail on Sunday-ს გასული წლის ოქტომბერში უჩივლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system