თავში

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილს სამეფო ტიტულს ჩამოართმევენ

​მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილს სამეფო ტიტულს ჩამოართმევენ
მეგან მარკლისა და პრინც ჰარის შვილს სამეფო ტიტულს ჩამოართმევენ

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის შვილი, პრინც ჩარლზი, მისი საკუთარი შვილის, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის უფროს ვაჟს, არჩის უმაღლეს ტიტულს ჩამოართმევს. ინფორმაციას ამის შესახებ The Mirror ავრცელებს.

პრინც ჩარლზი, რომელიც ახლა სამეფოს ტახტზე პირველი პრეტენდენტია, საკვანძო იურიდიული დოკუმენტების შეცვლად გეგმავს, რომლის თანახმად, მისი შვილიშვილი არჩი პრინცის წოდებას ვერასოდეს მიიღებს. ტახტზე ასვლის შემდეგ ის საკვანძო მონარქიული პირების რიცხვის შემცირებას გეგმავს, რადგან, მისი აზრით, სამეფო ოჯახის ხარჯები ბრიტანელებს მძიმე ტვირთად აწვება.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებამ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ძალიან გააბრაზა, მათსა და დანარჩენ სამეფო ოჯახს შორის არსებული, ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system