თავში

მეგან მარკლმა ბრიტანული გაზეთის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო

​მეგან მარკლმა ბრიტანული გაზეთის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო
მეგან მარკლმა ბრიტანული გაზეთის წინააღმდეგ სასამართლო მოიგო

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა ბრიტანული გაზეთის, Mail on Sunday-ს წინააღმდეგ სასამართლო მოიგო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პრინც ჰარის მეუღლე გამოცემას იმაში ადანაშაულებდა, რომ მან მამისადმი, თომას მარკლისადმი მიწერილი პირადი წერილიდან ინფორმაცია გაასაჯაროა.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელაცია, რომელიც Mail on Sunday-ის გამომცემელმა, Associated Newspapers Limited-მა (ANL) შეიტანა, რითიც მეგან მარკლის სასარგებლოდ გამოტანილი წინა გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

"ეს შინაარსი იყო პირადი, კერძო და ლეგიტიმურ საჯარო ინტერესს არ წარმოადგენდა. Sunday's Mail-ის სტატიებმა ჰერცოგინიას გონივრული მოლოდინი კონფიდენციალურობის შესახებ დაარღვია”, - განაცხადა სასამართლომ.

სასამართლო სხდომის დასასრულს გამომცემლობამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ასეთი გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია და აცხადებს, რომ აპელაციას დიდი ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში შეიტანს.

მეგან მარკლის თქმით, ის იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს საგაზეთო ინდუსტრიაში ცვლილებების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

"ეს არის გამარჯვება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც ოდესმე რაღაცის დამტკიცების ეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამარჯვება ქმნის პრეცედენტს, მთავარია, რომ ჩვენ ყველანი ახლა ერთად საკმარისად გაბედულები ვართ, რომ შევცვალოთ ტაბლოიდური ინდუსტრია, რომელიც ადამიანებს სასტიკებად აქცევს და მათ მიერ შეთითხნილი ტყუილითა და ტკივილით სარგებლობს", - განაცხადა მარკლმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system