თავში

მეგან მარკლმა მეორე შვილის დაკარგვაზე ისაუბრა

​მეგან მარკლმა მეორე შვილის დაკარგვაზე ისაუბრა
მეგან მარკლმა მეორე შვილის დაკარგვაზე ისაუბრა

ბრიტანეთის პრინც ჰარის მეუღლემ, მსახიობმა მეგან მარკლმა ივლისში მეორე შვილი დაკარგა. ამის შესახებ მან New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

მარკლის თქმით, ის დილა მისთვის ჩვეულებრივად დაიწყო: საუზმის მომზადება, ძაღლების კვება, თმის შეკვრა, სანამ ვაჟს საწოლიდან ამოიყვანდა და საფენს გამოუცვლიდა.

”მას შემდეგ, რაც საფენი გამოვუცვალე, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. იატაკზე დავეცი. რაღაცა ვერ იყო რიგზე. მე ხელს პირველ შვილს ვუჭერდი და ვიცოდი, რომ მეორეს ვკარგავდი", - განაცხადა მეგან მარკლმა.

მან გაიხსენა, როგორ იწვა საავადმყოფოში და ხედავდა, როგორ "იმსხვრეოდა მისი მეუღლის გული".

მარკლმა ხაზი გაუსვა, რომ მრავალი ორსულობა მუცლის მოშლით მთავრდება, მაგრამ ყველა ქალი ამაზე არ საუბრობს, რადგან ეს არ არის მიღებული. მან ქალებს მოუწოდა, არ დაემალათ მოშლის თემა, არამედ გაეზიარებინათ თავისი ტკივილი, რადგან ეს იქნებოდა ნაბიჯი მთელი საზოგადოების განკურნებისკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system