თავში

მეგან მარკლმა პირველი საბავშვო წიგნი გამოუშვა

​მეგან მარკლმა პირველი საბავშვო წიგნი გამოუშვა
მეგან მარკლმა პირველი საბავშვო წიგნი გამოუშვა
© WireImage

პრინც ჰარის მეუღლემ, მეგან მარკლმა პირველი საბავშვო წიგნი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hill ავრცელებს.

წიგნში, სახელწოდებით "სკამი", საუბარია სხვადასხვა ეროვნების მამებზე და ვაჟებთან მათ დამოკიდებულებაზე.

წიგნის ილუსტრაცია მხატვარმა კრისტიან რობინსონმა შექმნა.

თავად მეგან მარკლის თქმით, "სკამი" ეძღვნება მამა-შვილის ურთიერთობას დედის გადმოსახედიდან, ასევე სიყვარულის ადგილს თანამედროვე ოჯახურ ცხოვრებაში. სასექსის ჰერცოგინის შთაგონება მისი მეუღლე პრინცი ჰარი და ვაჟი არჩი იყვნენ.

"სკამი" დაიწყო, როგორც ლექსი, რომელიც მე დავწერე ჩემი ქმრისთვის მამის დღეს, არჩის დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ. ეს ლექსი ისტორიად იქცა. კრისტიანმა მას მშვენიერი და ჰაეროვანი აკვარელით ილუსტრაციები დაამატა, რომლებიც სხვადასხვა ფენის მამათა და ვაჟთა ურთიერთობის სითბოს, სიხარულსა და კომფორტს ასახავს”, - აღნიშნავს მეგან მარკლი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system