თავში

"მეგობრები" სპეცგამოშვებისთვის გაერთიანდებიან

​"მეგობრები" სპეცგამოშვებისთვის გაერთიანდებიან
მეგობრები სპეცგამოშვებისთვის გაერთიანდებიან

მსახიობები სერიალიდან "მეგობრები": ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, დევიდ შვიმერი, მეთ ლებლანი და მეთიუ პერი სპეცგამოშვებაში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deadline საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სერიალის ვარსკვლავები ერთსაათიან სერიაში გამოჩნდებიან, რომელიც სტრიმინგ-სერვისის HBO Max ხელმიმწერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. გამოცემის ინფორმაციით, თითოეული მსახიობი გადაღებებისთვის 3-4 მილიონ დოლარ მიიღებს.

მანამდე ჩენდლერის როლის შემსრულებელი, მეთიუ პერი აცხადებდა, რომ სერიალის თაყვანისმცემლებს სიურპრიზი ელით. სერვისი HBO Max 2020 წლის მაისში ამოქმედდება.

სერიალი "მეგობრები" ეთერში 1994-დან 2004 წლამდე გადიოდა და 10 სეზონს მოიცავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system