თავში

"მეგობრების" სპეცგამოშვება ისევ გადავადდა

​"მეგობრების" სპეცგამოშვება ისევ გადავადდა
მეგობრების სპეცგამოშვება ისევ გადავადდა

ტელესერიალ "მეგობრების" სპეცგამოშვება, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე უკვე გადავადდა, ეთერში 2021 წლის მარტში გამოჩნდება. ამის შესახებ სერიალის მსახიობმა, ჩენდლერის როლის შემსრულებელმა მეთიუ პერიმ განაცხადა.

"მეგობრების" განახლებული შეკრება მარტის დასაწყისისთვის გადაიდო. როგორც ჩანს, ჩვენ დატვირთული წელი გველოდება. ეს სწორედ ისაა, რაც მე ასე ძალიან მომწონს", - განაცხადა პერიმ.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მსახიობები სერიალიდან "მეგობრები": ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, დევიდ შვიმერი, მეთ ლებლანი და მეთიუ პერი სპეცგამოშვებაში მიიღებენ მონაწილეობას.

სერიალი "მეგობრები" ეთერში 1994-დან 2004 წლამდე გადიოდა და 10 სეზონს მოიცავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system