თავში

მეგონა ვეღარასოდეს გავიღვიძებდი - კორონავირუსისგან განკურნებული ექიმის წერილი - PHOTO

მეგონა ვეღარასოდეს გავიღვიძებდი - კორონავირუსისგან განკურნებული ექიმ
მეგონა ვეღარასოდეს გავიღვიძებდი - კორონავირუსისგან განკურნებული ექიმის წერილი - PHOTO

ბელგიელმა უროლოგმა, რომელიც COVID-19-ის ინფექციისგან განიკურნა, საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და დაავადები დროს განცდილი ემოციები მკითხველებს გაუზიარა. ამის შესახებ ინფორამციას Reuters ავრცელებს.

”დასასრული მოახლოებას ვხედავდი. ვფიქრობდი, რომ მოვკვდებოდი და ვეღარასოდეს გავიღვიძებდი”, -  განაცხადა 58 წლის ექიმმა, ანტუან სასინმა.

სასინს და მისი გუნდის ყველა წევრს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა, რის შემდეგაც ინტენსიური თერაპიის საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილნი. სასინის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა, რის გამოც ის ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.  

სასინი ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც მან  განაცადა, დაუოკებელი ბრძოლის სურვილი ჰქონდა და კომის დრო გარდაცვლილ მამას ხედავდა.

"მე ვნახე მამაჩემი, რომელიც ოთხი წლის წინ გარდაიცვალა და მე მას ვესაუბრე. ყველაზე დიდი სიხარული იყო, როდესაც გავიღვიძე და ჩემი მეგობრების სახე კვლავ დავინახე", - აღნიშნა სასინმა.

ბელგიაში COVID-19-ით ინფიცირების 38,496 შემთხვევაა დადასტურებული, დაიღუპა 5,683 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system