თავში

მეჰრიბან ალიევამ მსოფლიოს აზერბაიჯანელებს მიულოცა

მეჰრიბან ალიევამ მსოფლიოს აზერბაიჯანელებს მიულოცა
მეჰრიბან ალიევამ მსოფლიოს აზერბაიჯანელებს მიულოცა

აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, მეჰრიბან ალიევამ "ინსგაგრამში" მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღესა და ახალ წელთან დაკავშირებით პუბლიკაცია გამოაქვეყნა.

„ძვირფასო თანამემამულეებო!

გულწრფელად ვულოცავ ყველას 31 დეკემბერს - მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღეს და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, თითოეულ თქვენგანს ჩემს კეთილ სურვილებს გადავცემ. გასული წელი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში, როგორც დიდებული გამარჯვების წელი, რომლის დაპყრობაშიც განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩვენი ხალხის ურყევმა ერთიანობამ, ერთობამ, მონდომებამ, სიმტკიცემ და ნებისყოფამ. დაე ჩვენი ერთიანობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, წარმატებით გავუმკლავდეთ ყველა ამოცანას, ყოველდღე ძლიერდებოდეს! ვთხოვ ყოვლისშემძლეს თითოეულ თქვენგანს უბოძოს ჯანმრთელობა, ხანგრძლივი სიცოცხლე და ბედნიერება და ჩვენს სამშობლოს - მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება!", - დაწერა მეჰრიბან ალიევამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system