თავში

მეჰრიბან ალიევამ საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

მეჰრიბან ალიევამ საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა
მეჰრიბან ალიევამ საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ საქართველოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამოხატული სოლიდარობისთვის, მადლობა გადაუხადა. პუბლიკაცია საქართველოს აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის შესახებ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის „ინსტაგრამზეა“ გამოქვეყნებული. მეჰრიბან ალიევა მადლობას უხდის საქართველოს, თბილისის ტელეანძის აზერბაიჯანის ფერებში განათებასთან დაკავშირებით.

„გულწრფელ მადლობას ვუხდი საქართველოს, რომელთანაც ისტორიულად კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს. განსაცდელის დროს რთულ მომენტებში ქვეყნების მიერ ერთმანეთისადმი მხარდაჭერა - მეგობრობისა და ძმობის საუკეთესო გამოხატულებაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის ძლიერი ნებისა და სოლიდარობის წყალობით, ჩვენ მალე გადავლახავთ ყველა სირთულეს, რომლის წინაშეც დღვანდელი სამყარო აღმოჩნდა. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის მეჰრიბან ალიევას განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system