თავში

მეხიკოში მეტროს ხიდის ჩანგრევის მიზეზი ცნობილია

​მეხიკოში მეტროს ხიდის ჩანგრევის მიზეზი ცნობილია
მეხიკოში მეტროს ხიდის ჩანგრევის მიზეზი ცნობილია

მექსიკის დედაქალაქის ინფრასტრუქტურული პროექტებისა და მომსახურების სამმართველოს უფროსი ხესუს ესტევა მიიჩნევს, რომ მეტროს ხაზზე ხიდის ჩანგრევა კონსტრუქციის დეფექტით იყო განპირობებული. ინფორმაციას Televisa ავრცელებს. ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს პროკურატურა და ექსპერტთა ჯგუფი დაადგენს.

ტრაგედია მეხიკოს სამხრეთ ნაწილში, მეტროპოლიტენის მე-12 ხაზზე 3 მაისს მოხდა. მეტროს ხიდის გასასვლელი ჩამოინგრა და ორი ვაგონი 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 25 და დაშავდა 79 ადამიანი. მომხდართან დაკავშირებით ქვეყანაში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system