თავში

მეხის დაცემას 77 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

მეხის დაცემას 77 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მეხის დაცემას 77 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

სომხეთში, მეხის დაცემის შედეგად მოხუცი მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

ტრაგიკული  შემთხვევა სოფელ ბენიამინში მოხდა. გარდაცვლილი 77 წლის ადგილობრივი მკვიდრია.

წყაროს ცნობით, შემთხვევის ადგილას პოლიციის და საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფები მივიდნენ.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურმა, რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობა ქვეყანაში ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის თაობაზე გააფრთხილა. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, მოერიდნონ ჭექა-ქუხილის დროს ღია ცის ქვეშ გადაადგილებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system