თავში

მეხის დაცემის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა

მეხის დაცემის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა
მეხის დაცემის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა

უგანდას ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ არუაში, მეხის დაცემის შედეგად 10 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

რეგიონში ძლიერმა წვიმამ ელვა და ჭექა-ქუხილი გამოიწვია.

ამინდის გაუარესებამდე, ბავშვები სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო მათ თამაში შეწყვიტეს და ახლომდებარე შენობას შეაფარეს თავი. მეხი სწორედ ამ შენობას დაეცა. 13-დან 15 წლამდე ასაკის 9 ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ექიმების თქმით, ადგილობრივ საავადმყოფოში სამი გადარჩენილი მოზარდი მკურნალობას აგრძელებს.

უგანდის ხელისუფლების განცხადებით, ეს 2011 წლის შემდეგ ყველაზე საშინელი უბედური შემთხვევაა. ოფიციალური მონაცემებით, უგანდაში მეხის დაცემის შედეგად ერთ კვირაში 28 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system