თავში

მექსიკა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა

მექსიკა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა
მექსიკა COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა

მექსიკაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 155 145-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ - 1,82 მილიონს. მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გუშინ, 28 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 1 506 შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული მონაცემებით, მექსიკა COVID-19-ის მსხვერპლთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ცნობილია, რომ მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპესიც კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system