თავში

მექსიკაში 103 წლის ქალი COVID-19-თან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა - PHOTO

​მექსიკაში 103 წლის ქალი COVID-19-თან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა
მექსიკაში 103 წლის ქალი COVID-19-თან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა - PHOTO

მექსიკაში 103 წლის ქალმა, რომელსაც ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვს, კორონავირუსის დამარცხება შეძლო. გამოცემა Exitosa Noticias წერს, რომ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის COVID-19-თან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

პაციენტი საავადმყოფოში 22 სექტემბერს მოათავსეს. მას ცხელება გქონდა. სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, მას მართვითი სუნთქვის აპარატი არ დასჭირდა.

ექიმების თქმით, ფილტვების ქრონიკული დაავადების გარდა, რომელიც საჭმლის შეშაზე მომზადების შედეგად განვითარდა, ქალი სრულიად ჯანმრთელია, რაც ასეთ ასაკში იშვიათობაა.

მედიკოსები ამბობენ, რომ 103 წლის პაციენტმა მათ ენთუზიაზმი შეჰმატა და აგრძნობინა, რომ მათი ძალისხმევა ფუჭი არ არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system