თავში

მექსიკაში 21 ადამიანი ალკოჰოლით მოიწამლა და გარდაიცვალა

​მექსიკაში 21 ადამიანი ალკოჰოლით მოიწამლა და გარდაიცვალა
მექსიკაში 21 ადამიანი ალკოჰოლით მოიწამლა და გარდაიცვალა

მექსიკაში, ხალისკოს შტატში ფალსიფიცირებული ალკოჰოლით 21 ადამიანი მოიწამლა და გარდაიცვალა. მეთანოლის შემცველი სასმელი 50-ზე მეტმა ადამიანმა დალია. ამის შესახებ რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

13 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს.

დაშავებულთა თქმით, მათ მხედველობა დაკარგეს, მუცლის ტკივილები და სუნთქვის უკმარისობა დაეწყოთ.

ფალსიფიცირებული პროდუქცია მეზობელ შტატში, მიჩოაკანში იყო დამზადებული. პოლიციამ 700 ლიტრი სასმელი ამოიღო, რომელიც მეთანოლს შეიცავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system