თავში

მექსიკაში ბავშვი იესოს ქანდაკება დადგეს, რომელიც მუსიკოს ფილ კოლინზს ჰგავს

მექსიკაში ბავშვი იესოს ქანდაკება დადგეს, რომელიც მუსიკოს ფილ კოლინზს ჰგავს
მექსიკაში ბავშვი იესოს ქანდაკება დადგეს, რომელიც მუსიკოს ფილ კოლინზს ჰგავს

მექსიკის ქალაქ საკატეკასში, La Epifanía del Seño-ს ეკლესიაში ბავშვი იესოს ქანდაკება დადგეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. მისი სიმაღლე 6,5 მეტრს აღწევს.

ქანდაკებას სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავენ. მომხმარებელთა უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ იესოს გამოსახულება უფრო ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს, ჯგუფ Genesis-ის ყოფილ წევრს, ფილ კოლინზს ჰგავს.

ეკლესიის მღვდელმსახური, უმბერტო როდრიგესი აცხადებს, რომ ქანდაკება კოლინზთან არანაირ კავშირში არ არის და ეს მხოლოდ ხალხის ფანტაზიაა.

ბავშვი იესოს ქანდაკებაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის მეხიკოდან ჩამოიტანეს.

ნამუშევარს მძღოლებიც აკრიტიკებენ. ქანდაკებას თვალის გუგები არ აქვს, რის გამოც მათ შეგრძნება აქვთ, რომ მათ თვალს აყოლებენ, როდესაც ისინი ავტომობილით ეკლესიას ჩაუვლიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system