თავში

მექსიკაში დაუდგენელმა პირებმა 10 ადამიანი მოკლეს

​მექსიკაში დაუდგენელმა პირებმა 10 ადამიანი მოკლეს
მექსიკაში დაუდგენელმა პირებმა 10 ადამიანი მოკლეს

მექსიკაში, საკატესასის შტატში დაუდგენელმა პირებმა 10 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის რეგიონული კომისია ავრცელებს.

„საუბარია 10 მსხვერპლზე, მათგან ცხრა ცხედარი ფედერალურ გზატკეცილზე საცალფეხო ხიდის ქვეშ იყო ჩამოკიდებული, კიდევ ერთი ცხედარი გზაზე იპოვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ექსპერტებმა დაღუპულების იდენტიფიცირება დაიწყეს. ჯერჯერობით უცნობია, რეგიონში მოქმედი რომელი კრიმინალური დაჯგუფება დგას ამის უკან.

2021 წლის იანვრიდან სექტემბრამდე საკატესასის შტატში ძალადობის მსხვერპლი დაახლოებით 900 ადამიანი გახდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system