თავში

მექსიკაში ქარიშხალ "გრეისს" უკვე 7 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში ქარიშხალ "გრეისს" უკვე 7 ადამიანი ემსხვერპლა
მექსიკაში ქარიშხალ გრეისს უკვე 7 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში, ვერაკრუსის შტატს ქარიშხალმა "გრეისმა" გადაუარა. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხლის შემოჭრამ სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ხალაპაში შტორმმა მეწყერი გამოიწვია, რასაც ერთი ოჯახის 6 წევრი ემსხვერპლა. ამავე დასახლებულ პუნქტში სტიქიური უბედურების კიდევ ერთი მსხვერპლი შვიდი წლის ბავშვი გახდა. 

ხელისუფლებამ მოსახლეობის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფებთან ერთად საჯარო ნაწილები და პოლიციაც გამოიყვანა. 

ქარიშხალმა "გრეისმა" 560 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. 

მთავრობას მოსახლეობა ქარიშხლის მოახლოების შესახებ გაფრთხილებული ჰყავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system