თავში

მექსიკაში კოკაინით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა

მექსიკაში კოკაინით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა
მექსიკაში კოკაინით სავსე თვითმფრინავი ჩამოვარდა

მექსიკაში მსუბუქი თვითმფრინავი, რომელსაც თითქმის ნახევარ ტონა ნარკოტიკული საშუალება კოკაინი, გადაჰქონდა ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ორი მგზავრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავი მექსიკის სამხედრო ვერტმფრენებმა საჰარო სივრცეში დააკავეს და ასობით კილომეტრი სდიეს. კოკაინით დატვირთულ თვითმფრინავს საწვავი გაუთავდა და მექსიკის შტატ კერეტაროში ჩამოვარდა.

მექსიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავს სულ მცირე 400 კილო ნარკოტიკული საშუალება კოკაინი გადაჰქონდა.

ქვეყნის ოფიციალური პირების განცხადებით, მექსიკაში ბოლო თვეების განმავლობაში კონტრაბანდით დატვირთული ბიზნეს კლასის არაერთი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რაც საჰაერო გზით კონტრაბანდის გადატანის შემთხვევების მკვეთრ ზრდაზე მიანიშნებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system