თავში

მექსიკაში კორონავირუსის ყალბი ვაქცინები იპოვეს

მექსიკაში კორონავირუსის ყალბი ვაქცინები იპოვეს
მექსიკაში კორონავირუსის ყალბი ვაქცინები იპოვეს

მექსიკაში კორონავირუსის ყალბი ვაქცინების პარტია აღმოაჩინეს. ქვეყნის უსაფრთხოების და სამოქალაქო დაცვის სამინისტრომ განმარტა, რომ ყალბი მედიკამენტები ნაპოვნია შტატ ნუევო ლეონში. დეპარტამენტმა დაამატა, რომ შემოწმების შედეგად ექვსი ადამიანი დააკავეს.

"ამ ტიპის იმუნიზაციის გამოყენება საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას", - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრომ მოქალაქეებს სიფხიზლისა და მხოლოდ სახელმწიფო ცენტრებში ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

ცნობილია, რომ ადრე ეკვადორში ათიათასობით COVID-19-ის ყალბი ვაქცინა პაციენტებზე გაიყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system