თავში

მექსიკაში მამაკაცი ამოუცნობმა მხეცმა დაგლიჯა

მექსიკაში მამაკაცი ამოუცნობმა მხეცმა დაგლიჯა
მექსიკაში მამაკაცი ამოუცნობმა მხეცმა დაგლიჯა

დღეს მექსიკის პოლიციამ ტაქსის მძღოლის გვამი აღმოაჩინა, რომელიც ამოუცნობი სახეობის მხეცმა დაგლიჯა. სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ცხედარი 56 წლის მელქორ ანსელმო დელგადოს ეკუთვნის, რომელიც 1 მარტს სასტიკად მოკლეს. მამაკაცმა შაბათ-კვირის გატარება ავანდაროს ტბასთან ახლოს მდებარე სახლში გადაწყვიტა, რომელიც ქალაქ ვალე დე ბრავოსთან ახლოს მდებარეობს. ამის შემდეგ კი, იგი აღარავის უნახავს.  

მელქორის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ გარდაცვლილის გვამზე კბილებისა და ბრჭყალების კვალი აღინიშნებოდა. პოლიციამაც დაადასტურა, რომ იგი ნამდვილად მხეცმა მოკლა, თუმცა  მისი სახეობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

მხეცის კლანჭის სიგრძე 7 სანტიმეტრია, რაც ადამიანის გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მას ჩუპაკაბრა (თქმულებით გადმოცემული არსება, რომელიც ამერიკის დაუსახლებელ ნაწილებში ბინადრობს) დაესხა თავს. 

ადგილობრივი მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. გამოძიების დასრულებამდე, სკოლებიც კი დაიკეტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system