
მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ლომა-დე-ლოს გოიოსიდან 12 კილომეტრის დაშორებით, 101 კილომეტრ სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.