თავში

მექსიკაში სამუშაოდ წასულებს ორგანოები ამოაჭრეს და ერთი გარდაიცვალა

​მექსიკაში სამუშაოდ წასულებს ორგანოები ამოაჭრეს და ერთი გარდაიცვალა
მექსიკაში სამუშაოდ წასულებს ორგანოები ამოაჭრეს და ერთი გარდაიცვალა

ორი პოლონელი მექსიკაში ორგანოებით მოვაჭრეთა მსხვერპლი გახდა. ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია მოთავსებული.

20 წლამდე ასაკის ორი პოლონელი ახალგაზრდა სამუშაოდ მექსიკაში თებერვლის დასაწყისში გაემგზავრა. სამუშაო მათ თავიანთმა თანამემამულემ აშოვნინა. ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი იმ ფაქტთან, რომ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ორგანოები ამოაჭრეს.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტად სად და როგორ მოხდა შემთხვევა. სიკვდილს გადარჩენილი ახალგაზრდა კომაშია.

პოლონეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ისინი საქმესთან დაკავშირებულ პროცესებში ჩართული არიან. მათი თქმით საუბარია სამ მამაკაცზე, რომელთაგან ერთი პოლონეთში დაბრუნდა, ერთი გარდაიცვალა, ერთი კი კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system