თავში

მექსიკაში წელს დღესასწაული "Cinco de Mayo" აღარ გაიმართება

მექსიკაში წელს დღესასწაული "Cinco
მექსიკაში წელს დღესასწაული Cinco de Mayo აღარ გაიმართება

მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, სახელად "Cinco de Mayo" 2020 წელს აღარ გაიმართება. იგი ყოველწლიურად 5 მაისს, მექსიკის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად იმართება და პუებლას ბრძოლაში, მექსიკის ჯარების საფრანგეთზე გამარჯვებას აღნიშნავს, რომელიც 1862 წელს მოხდა. მასშტაბური ღონისძიება კი აშშ-ში მექსიკური მემკვიდრეობის დღესასწაულის დროს ჩამოყალიბდა. თავად მექსიკაში კი თარიღი ჩვეულებრივ სამხედრო აღლუმებით აღინიშნება.

პუებლაში ეს თარიღი ისტორიული, ფოლკლორული ცეკვებით, ტრადიციული საჭმელითა და აღლუმით აღინიშნება. ეს არის დღე, როცა სკოლებში სწავლის პროცესიც კი ჩერდება და ყველა ადგილობრივი გამარჯვებას ერთად აღნიშნავს. 

მართალია ახლა, კორონავირუსის გამო მასშტაბური ღონისძიების მოწყობა აღარ შეიძლება, მაგრამ მექსიკელები ამ მნიშვნელოვანი დღესასწაულის აღნიშვნას საკუთარ სახლებშიც შეძლებენ. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ დღესასწაულის მთავარ პროდუქტზე, ტეკილაზე ბრენდმა "Nielsen-მა" 54.2%-იანი ფასდაკლება დააწესა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system