თავში

მექსიკის მთებში 4 ტურისტი გარდაიცვალა

​მექსიკის მთებში 4 ტურისტი გარდაიცვალა
მექსიკის მთებში 4 ტურისტი გარდაიცვალა

მექსიკაში, მთაში ტურისტების ჯგუფი მდინარემ გაიტაცა. ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი Milenio ავრცელებს.

კოსტა-დე-ოროს რაიონში სულ 21 ტურისტი იმყოფებოდა. სამს ამ დრომდე ეძებენ.

ხუთმა ტურისტმა სამედიცინო დაწესებულებას მიმართა. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ყველა ტურისტი მექსიკის მოქალაქეა.

წინასწარი მონაცემებით, ტრაგედია მდინარეში წყლის დონის მკვეთრი აწევის გამ მოხდა , რაც რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად იყო გამოწვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system