თავში

მექსიკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა

მექსიკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა
მექსიკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია Pemex-მა განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა კომპლექსმა, რომელიც ვერაკრუსის შტატში მდებარეობს, მუშაობა შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა.

აღინიშნა, რომ Pemex უკვე ატარებს უსაფრთხოების აუცილებელ ზომებს.

"ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი Morelos ტურბოენერატორების არეალში ელექტროენერგიის გათიშვის გამო აღარ მუშაობს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ცნობილია, რომ 4 ადამიანი კომპლექსის მწყობრიდან გამოსვლის გამო დაშავდა, ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ტრავმები წყლის ორთქლისგან მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს აღმოსავლეთ მექსიკაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. მათგან ერთმა მუშამ დამწვრობა მიიღო, მეორე კი დაკვამლიანების შედეგად მოიწამლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system