თავში

მექსიკის პრეზიდენტმა ფემინიტების პროტესტს "ფემინისტური სიმულაცია" უწოდა

მექსიკის პრეზიდენტმა ფემინიტების პროტესტს "ფემინისტური
მექსიკის პრეზიდენტმა ფემინიტების პროტესტს ფემინისტური სიმულაცია უწოდა

მექსიკაში, მმართველი პარტიის მიერ ჰერეროს შტატში გუბერნატორობის კანდიდატად ფელიქს სალგადო მაკედონიოს წარდგენას, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, პროტესტი მოყვა. 

"ფემინიზმის სიმულაცია", - ასე უწოდა მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპესმა საპროტესტო გამოსვლებს.

ქვეყნის მეთაურის განცხადებით, გამოსვლები მედიის მიერ გამართულ ანტიპიარულ კამპანიას უკავშირდება. მისთვის გაუგებარია, რას ითხოვენ ისინი. ლოპესის თქმით, მათი ლექსიკა იმპორტულია და არაფრის მთქმელი. პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია ისაა, რომ მან ნეოლიბერალების მიერ ქვეყანაში გავრცელებული კორუფცია დაასრულა.

ლოპესის განცხადებით, გუბერნატორობის საკითხი მოსახლეობის გადასაწყვეტია და ხალხმა უნდა აირჩიოს, ვინ სურთ ამ თანამდებობაზე.

დასასრულს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი პარტია ქალების წინააღმდეგი არაა, პირიქით, ის მათ ყოველთვის პატივს სცემდა. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური კონკურენტები დეზინფორმაციის გზით ებრძვიან მის პარტიას. 

”მე ჰუმანისტი ვარ და, შესაბამისად, პატივს ვცემ ფემინისტურ მოძრაობას,” - დასძინა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ლოპესის პარტიამ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში. მისი პარტია "მორენა" პირველი მემარცხენე ძალაა, რომელიც მექსიკის მთავრობაში მოვიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system