თავში

მექსიკის პრეზიდენტს COVID-19-ით მეორედ დაინფიცირდა

​მექსიკის პრეზიდენტს COVID-19-ით მეორედ დაინფიცირდა
მექსიკის პრეზიდენტს COVID-19-ით მეორედ დაინფიცირდა

მექსიკის პრეზიდენტს, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს კორონავირუსი დაუდასტურდა და ახლა ის თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ პოლიტიკოსმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გაცნობებთ, რომ ვარ COVID-19-ით ინფიცირებული და მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები მსუბუქია, თვითიზოლაციაში დავრჩები და საოფისე სამუშაოებს ვირტუალურად შევასრულებ“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ავადმყოფობის დროს მას შინაგან საქმეთა მინისტრი ადან აგუსტო ლოპეს ერნანდესი შეცვლის.

2021 წლის დეკემბერში მექსიკის პრეზიდენტი AstraZeneca-ს ვაქცინის მესამე დოზით აიცრა. სახელმწიფოს 68 წლის მეთაურმა "ბუსტერი" პრესკონფერენციაზე მიიღო. ამასთან, თითქმის ერთი წლის წინ პრეზიდენტს კორონავირუსი უკვე ჰქონდა. 2021 წლის 24 იანვარს ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ მას COVID-19 დაუდასტურდა. მისი თქმით, მაშინაც მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system