თავში

მექსიკის საზღვართან გასულ თვეში 100 000 მიგრანტი დააკავეს

მექსიკის საზღვართან გასულ თვეში 100 000 მიგრანტი დააკავეს
მექსიკის საზღვართან გასულ თვეში 100 000 მიგრანტი დააკავეს

აშშ-ის სასაზღვრო აგენტებმა თებერვალში აშშ-მექსიკის საზღვართან დაახლოებით 100 000 მიგრანტი დააკავეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters იუწყება.

გამოცემის ცნობით, 2019 წლის შემდეგ, ეს ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. 

აშშ-ის სასაზღვრო პატრულის აგენტებმა აღნიშნეს, რომ ყოველდღიურად საზღვარზე გადმოსვლას დაახლოებით 4500-ზე მეტი მიგრანტი ცდილობს. 

რესპუბლიკელები  ტრამპის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის შემსუბუქების გამო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს ცვლილება უფრო მეტ უკანონო მიგრაციას გამოიწვევს.

ჯოზეფ ბაიდენმა კონგრესს უკვე გადაუგზავნა საიმიგრაციო კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. მისი დამტკიცების შემთხვევაში 11 მილიონზე მეტ არალეგალ მიგრანტს აშშ-ის მოქალაქეობის მიღების საშუალება მიეცემა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system