თავში

მექსიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

მექსიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
მექსიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ში მექსიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სალვადორ სიენფუეგოსი ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით, აშშ-ის ნარკომანიის ადმინისტრაციის (DEA) მოთხოვნით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი დაკავების დროს ლოს-ანჯელესის აეროპორტში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სიენფუეგოსის ოჯახის წევრები, რომლებიც დაკავების დროს მასთან იმყოფებოდნენ, გაათავისუფლეს.

"მე მისი დაკავების შესახებ აშშ-ის ელჩმა მექსიკაში მაცნობა. კონსული ლოს-ანჯელესში რამდენიმე საათში ბრალდებების შესახებ ინფორმაციას მომაწოდებს. ჩვენ მას ვთავაზობთ საკონსულო დახმარებას, რომლის უფლებაც აქვს მას", - განაცხადა მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ოფიციალური პირები სიენფუეგოსს, რომელიც თავდაცვის მინისტრი 2012-2018 წლებში იყო, საკმაოდ ძლიერ პიროვნებად ახასიათებენ. თუმცა მისი მინისტრობის დროს მექსიკის არმიას ადამიანის უფლებების ხშირ დარღვევებში ადანაშაულებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system