თავში

მექსიკური ნარკოკარტელის ხელმძღვანელის ცოლს პატიმრობა მიესაჯა

მექსიკური ნარკოკარტელის ხელმძღვანელის ცოლს პატიმრობა მიესაჯა
მექსიკური ნარკოკარტელის ხელმძღვანელის ცოლს პატიმრობა მიესაჯა

ვაშინგტონის სასამართლომ ცნობილი მექსიკელი ნარკობარონის, ელ ჩაპოს ცოლს, 32 წლის ემა კორონელ აისპუროს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

და ნარკოტიკების გაყიდვიდან მიღებული 1,5 მილიონი დოლარის კონფისკაციის გადაწყვეტილება მიიღო. აისპურომ გამოძიებასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და აღიარა, რომ თავისი ქმრის მიერ შექმნილი „სინალოას“ ნარკოკარტელის საქმიანობაში მონაწილეობდა. აისპუროს თქმითვე,  რომ ელ ჩაპოს 2015 წელს მექსიკური ციხიდან გვირაბის საშუალებით გაქცევაში დაეხმარა.

ნარკობარონის ცოლს, რომელიც 2021 წლის თებერვალში აშშ-ში დააკავეს, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა სასამართლომ გაითვალისწინა ის, რომ მანამდე ქალს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია და ის არ მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში. 

ელ ჩაპო მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ნარკობარონი და მექსიკური ნარკოკარტელის, „სინალოას“ ხელმძღვანელია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად ითვლება. ის მექსიკაში 2016 წლის იანვარში დააკავეს, საიდანაც ის გვირაბის დახმარებით გაიქცა, თუმცა მოგვიანებით ის დააკავეს და აშშ-ს გადასცეს.  2019 წლის თებერვალში ის ბრალდების 10 მუხლით, მათ შორის ნარკოტიკების კონტრაბანდაში, იარაღით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში, დამნაშავედ ცნეს.  ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ ნარკობარონ ხოაკინ გუსმანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

აისპურო 18 წლისა გათხოვდა ნარკობარონზე, რომელიც მასზე 32 წლით უფროსია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system