თავში

მექსკიკის ექს-პრეზიდენტის საქმე კორუფიული გამოძიების ფარგლებში განიხილება

მექსკიკის ექს-პრეზიდენტის საქმე კორუფიული გამოძიების ფარგლებში განიხი
მექსკიკის ექს-პრეზიდენტის საქმე კორუფიული გამოძიების ფარგლებში განიხილება

მექსიკელი სამართალდამცავები, კორუფციული გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს საქმეს განიხილავენ. ნიეტო, შესაძლოა, სასამართლოს წინაშე წარდგეს.

პროკურატურა მექსიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის Petróleos Mexicanos-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ემილიო ლოზოიას საქმიანობას იძიებს. ლოზოიას ბრალად ედება კორუფცია, ბრაზილიური სამშენებლო კომპანია Odebrecht SA-ის გახმაურებულ საქმეში, სადაც ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაზეა საუბარი. ლოზოია გასულ კვირას ესპანეთში დააკავეს. იგი ბრალდებებს უარყოფს.

ენრიკე პენია ნიეტო პრეზიდენტად ექვსწლიანი ვადით 2012 წელს აირჩიეს. მისი საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2018 წელს ამოიწურა.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის განცხადებით, მას არ სურს ყოფილი პრეზიდენტების სასამართლოში ხილვა. პრობლემის გადასაჭრელად მან, შესაძლოა, რეფერენდუმი დანიშნოს და ხალხი გადაწყვეტს, უნდა წარდგნენ თუ არა ყოფილი პრეზიდენტები სასამართლოს წინაშე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system