თავში

მელანია ტრამპმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა - VIDEO

​მელანია ტრამპმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა
მელანია ტრამპმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა - VIDEO

აშშ-ის მოქმედმა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა გაავრცელა. მასში პრეზიდენტის მეუღლე ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალადობაზე.

"ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალადობა არასოდეს იყო პასუხი და არასოდეს იქნება გამართლებული", - განაცხადა მელანია ტრამპმა.

თავის მიმართვაში პირველმა ლედიმ მადლობა გადაუხადა ექიმებს, სამედიცინო მუშაკებს და ყველას, ვინც COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული. ტრამპმა კორონავირუსით გარდაცვლილები გაიხსენა და მოსახლეობას ყოველი სიცოცხლის მნიშვნელობა შეახსენა.

მელანია ტრამპმა სამხედრო მოსამსახურეები გაიხსენა და მათ გმირები უწოდა. ახსენა მან სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებიც და ხაზი გაუსვა, რომ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა ყველას აკისრია, არავინ უნდა დაივიწყოს ღირებულებები და აუცილებელია სხვა ადამიანის პატივისცემა.

"ახლა, როდესაც მე და დონალდი თეთრ სახლში ყოფნას ვასრულებთ, ყველა იმ ადამიანზე ვფიქრობ, ვინც ჩემს გულში დარჩა, მათი სიყვარულის, პატრიოტიზმის, სიმტკიცის საოცარ ისტორიებზე", - აღნიშნა მელანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system