თავში

მელინდა გეითსმა ალიმენტებზე უარი თქვა

​მელინდა გეითსმა ალიმენტებზე უარი თქვა
მელინდა გეითსმა ალიმენტებზე უარი თქვა

მელინდა გეითსი კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელთან, ბილ გეითსთან განქორწინების შემდეგ ალიმენტებზე უარს ამბობს. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს.

მელინდა გეითსმა ხაზი გაუსვა, რომ ყოფილი ქმრისგან დახმარება არ ესაჭიროება. განქორწინების საბუთებში მან ეს პუნქტი განსაკუთრებით აღნიშნა.

წყვილმა განქორწინების შესახებ საბუთები შეიტანა და განმარტა, რომ მისი ქორწინება "ფაქტობრივად დაშლილი იყო" და მოითხოვა, რომ განქორწინება განაცხადში დაფიქსირებული თარიღით გატარებულიყო. 

ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს, მელინდა გეითსს ეყრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system