თავში

მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის განმეორება თავიდან უნდა ავიცილოთ - ზელენსკი

მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის განმეორება თავიდან უნდა ავიცილოთ - ზელე
მეორე მსოფლიო ომის ტრაგედიის განმეორება თავიდან უნდა ავიცილოთ - ზელენსკი

მსოფლიოს ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ, რათა თავიდან აიცილონ მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებული მოვლენების განმეორება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის პატიმრების განთავისუფლების საერთაშორისო დღეს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტურ ბანაკებში, ციხეებში და მძიმე შრომაში, უკრაინამ მრავალი ქალი და ვაჟი დაკარგა. ჩვენ თითოეული მათგანი გვახსოვს. ამ რთულ და შემაშფოთებელ პერიოდში უკრაინამ და მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ განსაკუთრებული ერთიანობა უნდა გამოავლინოს, რათა ფართომასშტაბიანი ომი აღარასოდეს დავუშვათ”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system