თავში

მეორედ გათხოვებაზე უარის გამო ინდოელ ქვრივს ენა მოაჭრეს

მეორედ გათხოვებაზე უარის გამო ინდოელ ქვრივს ენა მოაჭრეს
მეორედ გათხოვებაზე უარის გამო ინდოელ ქვრივს ენა მოაჭრეს

ინდოეთში, რაჯასტანის შტატში 28 წლის ქვრივს ნათესავებმა ცხვირი და ენა მოაჭრეს, რადგან მან მეორედ გათხოვებაზე უარი თქვა. ამის შესახებ გამოცემა Hindustan Times წერს.

ქალმა მეუღლე 6 წლის წინ დაკარგა. მას შემდეგ მულმა გადაწყვიტა, რომ ის მის ნათესავს უნდა გაჰყოლოდა ცოლად.

დაზარალებულის ძმა ამბობს, რომ ქალი ამ იდეას კატეგორიულად გმობდა. მაშინ მულის მიერ მოგზავნილი ადამიანები მას სახლში შეუცვივდნენ, ცხვირი და ენა მოაჭრეს და ხელი მოტეხეს. მძიმე ტრავმები მიიღო ქალის დედამ, რომელიც შვილის თავდასხმისგან გადარჩენას ცდილობდა,

ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ მთავარი დამნაშავე დაკავებულია და ამჟამად სამართალდამცავები მის თანამზრახველს ეძებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system