თავში

მერაია ქერი, ალიშა კისი და ბილი აილიში კონცერტებს სახლიდან გამართავენ

მერაია ქერი, ალიშა კისი და ბილი აილიში კონცერტებს სახლიდან გამართავენ
მერაია ქერი, ალიშა კისი და ბილი აილიში კონცერტებს სახლიდან გამართავენ

ბილი აილიში, მერაია ქერი და ალიშა კისი კორონავირუსის გავრცელებისთვის პრევენციის მიზნით, კონცერტებს თავიანთი სახლებიდან გამართავენ.

სოციალური დისტანციის დამცველი ვარსკვლავები 1-საათიან საქველმოქმედო კონცერტებს გამართავენ. ისინი ელტონ ჯონის ინიციატივას ეხმაურებიან. ეს იდეა ელტონმა კვირას გააჟღერა.

ბილი აილიში კეიპოპ ჯგუფთან "BTS–თან", დუა ლიპასთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად, კიდევ ერთ სატელევიზიო საქველმოქმედო შოუში გამოჩნდება. ისინი "James Corden's Late Late Show-ს" სპეციალურ ეთერში გამოვლენ. შოუში, რომელიც, ჯეიმსის გარაჟიდან გავა, მოწვეული სტუმრები კი ონლაინ, საკუთარი სახლებიდან ჩაერთვებიან.

"BTS" სამხრეთ კორეიდან, დუა ლიპა ლონდონიდან, ანდრეა ბოჩელი იტალიიდან, აილიში და მისი ძმა და ჯონ ლეჯენდი კი ლოს-ანჯელესიდან გავლენ ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system