თავში

Merck-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს

Merck-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვა
Merck-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს

ამერიკული კომპანია Merck აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო აბები "მოლნუპირავირი" ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებისგან Merck-ის აბების გამოყენებაზე ავტორიზაციას მოითხოვენ.

სავარაუდოდ, Merck-ის მედიკამენტი იქნება პირველი აბი, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ დაიშვება, რაც პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.  

"მოლნუპირავირი" სიმპტომებიდან ხუთ დღეში 50%-ით ამცირებს გართულებებს.

კვლევები 775 ზრდასრულ ადამიანზე ჩატარდა, რომლებიც სიმსუქნის, დიაბეტისა და გულის დაავადებების გამო, მაღალი რისკის ჯგუფს ეკუთვნოდნენ იყვნენ. ადრეული კვლევების შედეგებმა დაადასტურა, რომ პრეპარატი არაეფექტურია იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე დაავადებებით უკვე საავადმყოფოში იყვნენ მოთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system