თავში

მერილინ მენსონი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებს ეხმაურება

​მერილინ მენსონი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებს ეხმაურება
მერილინ მენსონი სექსუალურ ძალადობაში ბრალდებებს ეხმაურება

ამერიკელი როკ-მუსიკოსი მერლინ მენსონი ძალადობის შესახებ ბრალდებებს პასუხობს და მათ "რეალობის საშინელ დამახინჯებას" უწოდებს. ამის შესახებ მან "ინსტაგრამზე" დაწერა.

”როგორც ჩანს, ჩემი ხელოვნება და ჩემი ცხოვრება დიდი ხანია სკანდალებს იზიდავს, მაგრამ ეს ბოლოდროინდელი განცხადებები ჩემს შესახებ საშინლად ამახინჯებს რეალობას. ჩემი ინტიმური ურთიერთობები ყოველთვის სრულად თანხმობაში იყო სულიერად ახლობელ პარტნიორებთან. ესაა სიმართლე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ და რატომ ამჯობინებენ ახლა სხვები წარსულის დამახინჯებას”, - წერს მენსონი.

წინა დღეს მსახიობმა და მოდელმა ევან რეიჩელ ვუდმა მენსონი ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მუსიკოსი მასზე რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდა.

გარდა ამისა, მუსიკოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ინციდენტზე კიდევ 4-მა ქალმა ისაუბრა.

გაჟღერებული ბრალდების ფონზე, მუსიკალურმა ლეიბლმა Loma Vista Recording-მა მერილინ მენსონთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system