თავში

მერილინ მენსონს კვლავ სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებენ

მერილინ მენსონს კვლავ სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებენ
მერილინ მენსონს კვლავ სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მომღერალს, მერილინ მენსონის ყოფილი შეყვარებული სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.

უცხოური მედიის ცნობით, ბრალმდებელმა მენსონთან ურთიერთობა 2011 წელს დაიწყო. როგორც ის აცხადებს, მომღერალი მას ვიდეოს ყურებას აიძულებდა, რომელზეც სქესობრივი აქტის, აგრეთვე დამცირებისა და იარაღის გამოყენების სცენები იყო ასახული. ვიდეოებზე მერილინ მენსონი იყო აღბეჭდილი, რომელიც სავარძელზე მიბმულ გოგონას იარაღით ემუქრებოდა.  ვიდეო, სავარაუდოდ, 1996 წელს, კონცერტის შემდეგ არის გადაღებული. ბრალმდებელი აღნიშნავს, რომ მომღერალი მას ამ ვიდეოს დაშინების მიზნით აჩვენებდა.

მუსიკოსის ახლობლები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ვიდეო სინამდვილეში მოკლემეტრაჟიან ფილმს წარმოადგენს, რომელიც სამომავლო პროექტებისთვის იყო განკუთვნილი.

მანამდე მერილინ მენსონი ძალადობრივ ქმედებებში და შევიწროებაში ათზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system