თავში

მერკელი ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა

მერკელი ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა
მერკელი ბრიტანეთის პრემიერს შეხვდა

ანგელა მერკელი იმედოვნებს, რომ ბრიტანეთიდან ჩრდილოეთ ირლანდიაში გარკვეული პროდუქტების გადატანისთვის საშეღავათო პერიოდის სამი თვით გადავადება, რაც პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. 

ანგელა მერკელი დიდ ბრიტანეთს გერმანიის მთავრობის მეთაურის რანგში ბოლო ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან გამართულ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბრიტანელებს, რომლებსაც COVID-19-ის წინააღმდეგ ორი აცრა ექნებათ გაკეთებული, გერმანიაში გამგზავრება კარანტინის გავლის გარეშე შეეძლებათ.

კითხვაზე, მიიწვევენ თუ არა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ევროკავშირის სამიტებზე "ბრექსიტით" დაზიანებული ურთიერთობების აღსადგენად, მერკელმა სიფრთხილით უპასუხა და თქვა, რომ ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოხდეს. მერკელის თქმით, დაუყოვნებლივი პრიორიტეტი იყო ჩრდილოეთ ირლანდიის სტატუსთან დაკავშირებული დავის მდგრადი გადაწყვეტის მოძებნა, ევროკავშირის ერთიან ბაზართან და ირლანდიასთან მიმართებაში.

ბორის ჯონსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ბრიტანეთის დედოფალს, ელიზაბეთს შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system