თავში

მერკელი: ევროპისთვის შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება აუცილებელია

მერკელი: ევროპისთვის შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის
მერკელი: ევროპისთვის შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება აუცილებელია

ბოლო დროს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების გათვალისწინებით, ევროპისთვის შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება აუცილებელია, - ამის შესახებ ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ის, რაზეც ვსაუბრობდით. მინდა, აღვნიშნო შენგენის ზონაში შესვლის და გასვლის სისტემა, რომელიც 2022 წლისთვის უნდა იყოს მზად. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონას. ასევე, გვჭირდება ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჩვენ უვიზო რეჟიმის შეთანხმება გვაქვს", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ETIAS-ის სისტემა, რომელიც 2023 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ETIAS არის ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა, რომელიც შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე მესამე ქვეყნის მოქალაქეებზე უნდა გავრცელდეს. აღნიშნული სისტემა ელექტრონული აპლიკაციის შევსების საფუძველზე შენგენის ზონაში შესვლის ნებართვის მიღებას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system