თავში

მერკელი გერმანიაში კორონავირუსის ახალი ტალღას არ გამორიცხავს

​მერკელი გერმანიაში კორონავირუსის ახალი ტალღას არ გამორიცხავს
მერკელი გერმანიაში კორონავირუსის ახალი ტალღას არ გამორიცხავს

გერმანიის მოქალაქეებმა საკარანტინო ზომები უნდა დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ინფიცირებულთა რიცხვი კვლავ სწრაფად გაიზარდოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქვეყნის პოლიციის წარმომადგენლებთან ვიდეკონფერენციის დროს განაცხადა.

”ზამთრის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით უნდა ვიყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ პანდემიის მომდევნო ტალღა წაგვლეკავს”, - განაცხადა მან.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის 13 604 შემთხვევა გამოვლინდა. პირველი ტალღის დროს, რომელიც გაზაფხულზე დაფიქსირდა, პიკზე დღიური ზრდა 6 000-ს შეადგენდა.

გერმანიაში 2 ნოემბრიდან საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. სულ მცირე წლის ბოლომდე დაიხურა რესტორნები, ბარები და სხვა გასტრონომიული დაწესებულებები. მომსახურება მხოლოდ გატანის შემთხვევაშია შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system