თავში

მერკელი მაკრონს საფრანგეთში 20 აგვისტოს შეხვდება

​მერკელი მაკრონს საფრანგეთში 20 აგვისტოს შეხვდება
მერკელი მაკრონს საფრანგეთში 20 აგვისტოს შეხვდება

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრა 20 აგვისტოს ხმელთაშუა ზღვაზე, მაკრონის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა. ორი ქვეყნის ლიდერი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის ლიბანში, ბელაურსსა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში შექმნილ ვითარებას განიხილავს. მაკრონი და მერკელი ასევე იმსჯელებენ ბრექსითისა და ევროკავშირის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები ასევე განიხილავენ ევროკავშირის, ჩინეთისა და აფრიკული სახელმწიფოების ურთიერთობების საკითხს. 

1985 წლის შემდეგ ეს გერმანიის კანცლერის საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში პირველი ვიზიტი იქნება. ბოლოს იქ კანცლერი ჰელმუტ კოლი იმყოფებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system