თავში

მერკელი: ნავალნის ინციდენტი საერთაშორისო პრობლემაა

​მერკელი: ნავალნის ინციდენტი საერთაშორისო პრობლემაა
მერკელი: ნავალნის ინციდენტი საერთაშორისო პრობლემაა

გერმანია ალექსეი ნავალნის "ნოვიჩოკით" მოწამლვასთან დაკავშირებით ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისგან პასუხს ელოდება. ქვეყნის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ამის შემდეგ გადაწყვეტს ბრიუსელი, როგორ რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე.

"ეს არ არის ორი მხარის საკითხი, ეს დანაშაულია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ქიმიური იარაღის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარღვევაა და შესაბამისად, საერთაშორისო საკითხია", -განაცხადა მერკელმა ბუნდესტაგში გამოსვლისას. 

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system