თავში

მერკელი: პანდემია გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ექვსი თვის წინ

მერკელი: პანდემია გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ექვსი თვის წინ
მერკელი: პანდემია გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ექვსი თვის წინ

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია გერმანიაში ახლა იმაზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წლის დასაწყისში. მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანიას წინ რთული თვეები ელის. ამის შესახებ გამოცემა NBC News იუწყება. 

"ჩვენ ახლა კორონავირუსის პანდემიის ძალიან სერიოზულ ფაზაში ვართ. პანდემია ისევ სწრაფად ვრცელდება, კიდევ უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ექვსი თვის წინ იყო", - განაცხადა კანცლერმა.

ვიდეო გზავნილში მერკელმა თანამოქალაქეებს მოუწოდა შეეწყვიტათ მოგზაურობა, სახლის გარეთ შეხვედრები და ღონისძიებებში მონაწილეობა. მან დასძინა, რომ, მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში ძნელია ამაზე უარის თქმა, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით. 

"პანდემიის კონტროლი აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს, ჩვენი საბავშვო ბაღები და სკოლები დარჩეს ღია და  არ შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკის", - დასძინა მერკელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system